spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან

მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში, ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას, მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

 

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ერთი რამ მინდა გავიმეორო ისევ, მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში, ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას, მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

 

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომში არის და მე არ მინდა გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. ასევე დავამატებდი, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი და ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი.

 

ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იყო შემდეგი, რომ თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები