spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შერაზ გასრის შეხვდა.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

“ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო.

 

ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები