spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

 

ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები