საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
“შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.