“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.
მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით“, – წერს ღარიბაშვილი.