spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას  და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.

 

“ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!

 

თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს.

 

მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, – წერს ღარიბაშვილი.

 

ბიულეტენების 98,22%-ის დათვლის შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანს ხმების 52,12% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს – 47,88%. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები