spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

 

“საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები