spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ, გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობს, რათა  ქვეყანა გადააქციოს რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.

 

“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია მივმართავდე გლობალური კარიბჭის ფორუმის მონაწილეებს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს დღეს ბრიუსელში ჩვენი მასპინძლობისათვის.

 

2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები მოიწვია მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის საშუალებით.

 

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ, გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად; გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები