საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც “ბიოლში” იყო წარმოდგენილი. გამოფენა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.
წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.
საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.