spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ლუკა იერუსალიმელის ხატი საჩუქრად გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაურს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა.ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად გადასცა ლუკა იერუსალიმელის ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო.

 

პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მონასტერში სტუმრობისას შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის მონუმენტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები