spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული  ტერიტორია დაათვალიერა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.

 

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები