spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 

 

სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. 

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები