spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები