spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო  მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.

 

ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები