საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა.
პრემიერმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.