spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კირცხალია – მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყურადღებით ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს

ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს –  როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები,  – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ზემოთ ხსენებულმა ხალხმა, 2008 წელს, როდესაც დაღუპული გმირები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს, შემდეგ კი ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა.

“ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს –  როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები.

ეს ის ხალხია,  ვინც 2008 წელს,  როდესაც ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს. ეს ის ხალხია,  ვინც ომის შემდეგ ომის დაწყება აღიარა. ეს ის ხალხია,  ვინც ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა. ეს ის ხალხია,  ვინც სამი წლის წინ რუსთაველზე ბომბების წვიმას ნატრულობდა.  ეს ის ხალხია ვინც შვილის მიერ მშობლის უარყოფას ტაში დაუკრა, და ბოლოს ეს ის ხალხია ვინც ცდილობს თავისი ბინძური წარსული და ზრახვები ანწუხელიძის სახელს ამოაფაროს.

P.S. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,  განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყურადღებით ადევნონ თვალ-ყური საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს,  რადგან რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც ეს უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს თავიანთ პატრონებთან ერთად”, –  წერს ირაკლი კირცხალია

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები