2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს.
„2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი. ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები, მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.