spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – 2022 წელს, NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას

2022 წელს, NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს 6.5%, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10 პროცენტით ეკონომიკის შემცირება? ეკონომიკური კოლაფსი – ეს იყო მათი მიზანი. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რაც იყო უკრაინაში მთავრობის  თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, NGO-ები ცდილობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების  სისტემურ დისკრედიტაციას.

 

“სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური მცდელობა – განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია. ამ ხალხს თითქოს არ უყვარს, არ მოსწონს სტიგმატიზაცია, თქვენ გახსოვთ, როგორი უხეში, საბჭოური მეთოდებით ცდილობდნენ ისინი ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას, განსაკუთრებით სასამართლოს სტიგმატიზაციას, პოლიციის დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ მუდმივად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ გინდა, სახელმწიფო ჩამოშალო, პირველ რიგში, სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო. აქედან გამომდინარე, NGO-ები თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას, რეპუტაციის შელახვას. აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი – გამჭვირვალე რომ ყოფილიყო დაფინანსება და მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მე მგონია, რომ NGO-ები ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს ჩააყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში.

 

ასევე, 2022 წელს, NGO_ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს 6.5%, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10 პროცენტით ეკონომიკის შემცირება? ეკონომიკური კოლაფსი – ეს იყო მათი მიზანი. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რაც იყო უკრაინაში მთავრობის  თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში.

 

მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული NGO-ები შესაბამის პარტიებთან ერთად ითხოვდნენ ამ ყველაფერს, ასევე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ფრაზა, ვციტირებ სიტყვა-სიტყვით – „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი. ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. ახლა ეს კონკრეტული NGO-ს ლიდერი თავხედურად გვესაუბრება რუსულ ინტერესებზე. ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს 2008 წელს რუსული ტანკები საქართველოში და იგივე მიზანს ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები 2022 წლის თებერვალ-მარტში და მოგვიანებით“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები