spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად არასერიოზულია განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან

აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,  მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით.

“აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად. ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები