spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა.

“არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას, გადამეტებას. თქვენ იცით, რომ იქ იყო ნიღბები, შესაბამისად, იდენტიფიცირება არის რთული კონკრეტული დანაშაულების და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე, ანუ აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, შეგახსენებთ, რომ ჯერ სასჯელიც არ არის შეფარდებული, არის წინასწარი პატიმრობა. მე ყველას მინდა ვუთხრა, ამას პრევენციისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მე ამას ვამბობ როგორც იურისტი, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ვინც ახალისებს ასეთი ტიპის ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანი რა არის, მათ უნდათ ჩამოშალონ სახელმწიფო, პოლიცია. ამას ადრე აკეთებდნენ გახარიას ხელით, სხვა ფორმით და ახლა ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია, რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები