spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება

ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არათუ სისტემური თუ თვისებრივი გაყალბების თაობაზე, მეტ-ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც კი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და იქაც კი არ მიდიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

“ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობდნენ, იყო ე.წ. გაჟონვა, თუმცა ეს როგორი თემაა, თავადაც ხვდებით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და შეუძლია ყველა უცხოელს, დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესურვება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები