spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – არ გვაქვს ილუზია, რომ ისეთი პროქართული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში გერმანულმა პარტია AfD-მა დაარეგისტრირა, მხარდაჭერას პოვებს

გერმანულ პარტია AfD-სა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის დარეგისტრირება ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ევროპარლამენტში კვლავ „დიფ სთეითი“ დომინირებს, ამ პროქართული რეზოლუციის მხარდაჭერის ილუზია მმართველ პარტიას არ აქვს, თუმცა აქტი, თავისთავად, საინტერესოა.

“ამ გერმანულ პარტიასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი პოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს და დომინირებს “დიფ სთეითი“, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები