spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – არახამია არ არის კაცი, არაკაცია

ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი.

 

არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, უბრალოდ კაცი არ არის, არახამია არის არაკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ “მთავარ არხთან” განაცხადა – ს მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც მან თქვა, რომ “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები