spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში

ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ამას არ ჰქონდეს არანაირი პასუხი.

“თქვენ ხედავთ, ლიბერალური ფაშიზმი რა მეთოდებით მოქმედებს – ეს არის მარტივი მეთოდები, შენ შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, მარტო პოლიტიკოსებზე კი არ არის საუბარი. „ევროვიზია“ არის თქვენი ეგიდით წარმართული კონკურსი და არის ადამიანი, რომელიც ლიბერალურ ფაშისტებს არ მოსწონთ და ხედავთ, რამხელა სიძულვილის კამპანია არის წარმოებული მის მიმართ. იგივე იყო შარშანდელი კონკურსის მონაწილის, ნუცა ბუზალაძის მიმართ, რაღაც ვიდეო დაიდო და მახსოვს ლიბერალური ფაშისტების აჟიტირებული რეაქციები. ახლა არის წლევანდელი კონკურსანტი და იქაც სიძულვილის კამპანია, რაშიც მთელი ლიბერალური ფაშიზმია ჩართული პოლიტიკოსების ჩათვლით. მათ შორის კონკრეტული პარტიული ლიდერებიც იყვნენ ჩართული ამ სიძულვილის კამპანიაში, სამარცხვინოა. ეს უნდათ, რომ ნებისმიერი სიძულვილის კამპანია აწარმოონ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოხატონ სიძულვილი, აგრესია, ყველაფერი და ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი პასუხი. უნიკალური ქვეყანაა საქართველო – ერთი ქვეყანა დამანახეთ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი. უნიკალური სერვისი გვაქვს შეთავაზებული ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს მარტო ქალაქის კი არა, ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის არ გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში. ვინც აპროტესტებს ამ კანონებს, ყველა არის ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერი და ომის პარტიის, სიძულვილის პარტიის მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები