პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.
“არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იქნება. ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.
არავითარი ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება, გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ, სამ წელიწადში ასეთი რამ თუ მოხდება, ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არავითარი კონსულტაციები არ წარმოებს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს არის, რაც ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.