spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – არჩევნები ჩატარდა სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად და ამის გამოხატულებაა ღიაობაც ცესკოს მხრიდან

არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მან ღიაობისთვის მადლობა გადაუხადა ცესკოს და აღნიშნა, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს.

„არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად, სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში და ამის გამოხატულებაა ეს ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მხრიდან. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, სუფთა და აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების მოწოდებები, მათ შორის იყო ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის უწყებებს გამოეძიებინათ ყველა შესაბამისი სამართალდარღვევა და ამ კუთხითაც ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ ცესკოს და პროკურატურას ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები