spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის

საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვას, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები