spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – არჩევნებით განისაზღვრება ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში

ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები,  არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც მიუღებელია, რადგან ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი.

 

“რაც შეეხება ცესკოს. მე ვერ შევალ ასეთ დეტალებში, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც 2 წლის წინ 6 თვით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი. მიკერძოებული ადამიანი. ხო ყველას გვესმის, რომ ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ მე არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები