“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება.
მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი წამოცდენა გვარამიას მხრიდან, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
“მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან – ანტიევროკავშირი“, – განაცხადა კობახიძემ.