spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო

თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადების მიზნით დღეს გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია, რაც საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარებაა და ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს.

 

“ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს, ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ.

 

ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აწყობს არჩევნების გადადება და სწორედ ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს. ეს არის სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და მას არავითარი საფუძველი არ აქვს. ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ მარცხს შეეგუონ და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც მათ სავარაუდოდ გარკვეულ მუნიციპალიტეტში მანდატს მოუტანთ“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები