აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.
“აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, – აღნიშნა მან.