spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

“აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.

 

მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები