spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა

აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

“უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი”, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები