ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.
“ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა – „არა ომს“, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.