ბანკებით სირბილს ჯობია, შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშველოვანი მისი ჯანმრთელობისათვის,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მიერ ვენის კლინიკაში ნარკოტესტის გაკეთების კომენტირებისას განაცხადა. მისი განცხადებით, შემთხვევითი არაა, რომ ყოფილმა პრემიერმა ის კლინიკა შეარჩია, რომელიც დაკავშირებულია სკანდალთან.
“მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელი უკავშირდება პოლიტიურ სკანდალს სამედიცინო კვლევის გარშემო, ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი, იუშენკოს სკანდალი. და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგგზავნა საკუთარი ბანკა, როგორც ის ამბობს ხოლმე, გიორგი გახარიამ. ეს ყველაფერზე ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია, ერთადერთი კლინიკა, რომელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი.
ასეთი ბანკებით სირბილს, ურჩევნია მას, რომ შეეშვას კოკაინს, ეს არის მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობისათვის”- განაცხადა კობახიძემ.
გახარიას პარტიამ ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ანალიზის პასუხი გუშინ გაასაჯაროვა.