spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის”, – აცხადებს კობახიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები