spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ბულინგი იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, აბსოლუტურად მიუღებელია

ეს ბულინგი, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სინამდვილეში, ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს და ქართული სპორტის წარმატება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ჯანსაღ გარემოში. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ არ უნდა იყოს არავითარი ძალადობა, ე.წ ბულინგი, ზეწოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ  დროდადრო არის გარკვეული აქტები, რაც ხელს არ უწყობს ჯანსაღი ფორმით არჩევნების ჩატარებას, ხელს არ უწყობს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს არსებობას. ყველას მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში. რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში, ეს ბულინგი, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ესეც არის მორიგი აქტი, რომელიც არ შეშვენის არც საარჩევნო გარემოს და არც ქართულ კულტურას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სინამდვილეში, ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს და ქართული სპორტის წარმატება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები