spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას, როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში.

“საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები