spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რათა საბოლოოდ შეირჩეს მინისტრის კანდიდატურა და პრემიერმა დანიშნოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მისი დანიშვნა პრემიერის პრეროგატივაა.

 

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე შეასრულებს, მინისტრის მოვალეობას და მანამდე შეირჩევა კანდიდატურა.

 

“პარტიის ორგანოები მოქმედებს პარტიის წესდების შესაბამისად. პოლიტსაბჭოს აქვს თავისი ფუნქცია და პოლიტსაბჭოს წევრებსაც შესაბამისად, თავისი ფუნქცია აქვთ და ფუნქციის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც.

 

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის პრემიერის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით განმსაზღვრელია.

 

გუნდში არის კონსულტაციები და ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რათა საბოლოოდ შეირჩეს მინისტრის კანდიდატურა და პრემიერმა დანიშნოს მინისტრი თანამდებობაზე. წლის ბოლომდე შეასრულებს მინისტრის მოვალეობას, მანამდე შეირჩევა კანდიდატურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები