spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია.

მისი შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები, წინა თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 13%, საშუალო ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში არის 9,7%, რაც წინა წლის საშუალო მაჩვენებელს შეესატყვისება.

„მეორე კვარტალში 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ეს იყო ის კვარტალი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, გვაქვს მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა. რომ ავიღოთ 2021-2022-2023-2024 წლები, ჩვენი ეკონომიკა ამ 4 წელიწადში იზრდება 40 მილიარდი ლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში შემოდის 2024 წელს დაახლოებით 10 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე შემოდიოდა 4 წლის წინ. ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი, 2012 წლის შემდეგ საქართველოში უმუშევრობა განახევრდა. იყო 26,7% და ახლა არის 13,7% – თითქმის განახევრებულია უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენმა 680 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 1 120 000 ადამიანი, როცა „ნაცმოძრაობა“ თავს იწონებდა თავისი ეკონომიკური პოლიტიკით, სინამდვილეში მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000 ადამიანი. დღეს ეს მაჩვენებელი შეადგენს  440 000 ადამიანს, ანუ 680 ათასით არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში. მთავარია, ასე გავაგრძელოთ. ამის მთავარი პირობა არის მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს ოთხი წლის თავზე, ვიდრე გვქონდა ამ 4 წლის განმავლობაში. თუ წინა ოთხი წლის განმავლობაში 40 მილიარდით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანები, რასაც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები