spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,  ის ღალატი, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, ოდნავადაც არ აკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ქართველმა ჯარისკაცებმა.

“ჩვენ რომ ჩავიდინოთ იგივე ღალატი ხვალ, რამდენიმე ასეული გმირი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ჯარი იმისთვის არის, რომ იომოს, ჯარი ვერ შეხედავს, ეს ღალატია, თუ ავანტიურა. ჯარი იღებს ბრძანებას და იცავს სამშობლოს და ეს გააკეთეს გიორგი ანწუხელიძემ და სხვა ჯარისკაცებმაც. მათ სამშობლო დაიცვეს, 7 აგვისტოს ღამიდან, იქამდე, სადამდეც გრძელდებოდა ომი. ისინი სამშობლოს იცავდნენ. 400-ზე მეტი ადამიანი, სამხედრო და სამოქალაქო პირები შეეწირნენ ამ ომს. ის ღალატი, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, არაფრით, ოდნავადაც არ აკნინებს და ვერ დააკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედროებმა. აქაც გასარჩევი არაფერი არ არის. რაც თქვა თეა წულუკიანმა, არის აბსოლუტურად ზუსტი – ოღონდ, ერთ რამეს დავაზუსტებდი – ეს არ იყო პიარი, აგენტურის ღალატს შეეწირნენ ჩვენი გმირები და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენ მომავალში და სწორედ ამიტომ ვიცავთ კბილებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. ჩვენ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ასეთი ფორმით გმირები გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს გმირებს სჭირდებათ სიცოცხლე, საკუთარ ოჯახებთან ყოფნა და ოჯახებს სჭირდებათ საკუთარი გმირი ოჯახის წევრების ყოფნა მათთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები