“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მორაგბეებს – გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.
“ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
“მონპელიე“, რომლის ღირსებას ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი იცავენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
TOP 14-ის ფინალში “სტად დე ფრანსზე“ “მონპელიემ“ “კასტრი“ 29:10 დაამარცხა.
“მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.