spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს.

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი და მინდა ყველას, თქვენ, თქვენს ოჯახებს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები