spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, ურთიერთპატიებას და ურთიერთშერიგებაზე

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებას და ურთიერთშერიგებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებას და ურთიერთშერიგებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები