spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ დღეს ქვეყანაში  არსებულ მდგომარეობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ზრდის ძალიან კარგი ტემპია.

“ეს ყოველთვის ასე არ იყო.  2012 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისული პერიოდი. პირველი  პერიოდი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს, 2015-2016 წლები იყო საკმაოდ რთული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, იყო სავალუტო კრიზისი, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური სირთულეები და მაშინ დოლარში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა შემცირდა კიდეც.  ამას დაემატა, მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეებით, ეკონომიკის 6.5%-ით შემცირება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ 2012-დან 2020 წლის ჩათვლით ნომინალური ეკონომიკა დოლარში შემცირდა კიდეც, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი გლობალური ფაქტორებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2021 წლიდან ეკონომიკა განსხვავებული ტემპით ვითარდება.

“წინა 3 წლის განმავლობაში, 2021-2022-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპმა შეადგინა 9.7%. წლევანდელი პირველი 7 თვის მაჩვენებელიც არის ანალოგიური, 9.7%, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს. მთავარია, გავუფრთხილდეთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არის მოცემული ჩვენს ქვეყანაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები