spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი

ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი, არ უწერია განხორციელება.

“ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები