დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი.
“აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, 2 კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც”, – განაცხადა კობახიძემ.