დაახლოებით 7 პროცენტიანი იქნება ის საჩუქარი, რაც სააკაშვილმა დღეს გაგვიკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ეს სააკაშვილის როგით მეშვიდე განცხადებაა ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ, ზოგადად, წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, – განაცხადა კობახიძემ.