spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენ ტოფტ სორენსენს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის.

 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, რაც ხალხთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

პრემიერ-მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები