spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

“ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54 %, ვფიქრობთ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები